"შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა" - ასე აფასებს ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელი, მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აჭარის პოლიციის მთავარმა სამმართველომ დაიწყო. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ 19 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დროს, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ალტერნატივას" აქტივისტები დაუპირისპირდნენ, მან თავდასხმის არიდება სცადა, რა დროსაც ერთ-ერთ თავდამსხმელს სახის არეში ხელით შეეხო. სწორედ ეს გახდა, მისი თქმით, ძალადობის მუხლით საქმის აღძვრის მიზეზი.
„ალტერნატივას" ხელმძღვანელის გამოკითხვა
23 ნოე 202012:52
3 წუთის საკითხავი